რა არის ოლიმპო?

კინგსი საიუბილეო სეზონს განსაკუთრებული სიახლით იწყებს. ეს ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური მარათონია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. მარათონის პირველი ნაბიჯი ონლაინ სასწავლო პლტაფრომაა, მეორე ნაბიჯი საგნობრივი ოლიმპიადა, ხოლო მესამე ნაბიჯი ოლიმპოა - ადგილი, სადაც შენ მიერ მოპოვებული ქულებით საქართველოს ყველაზე წარმატებული მოსწავლეების ელექტრონულ დაფაზე კუთვნილ ადგილს იკავებ. საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. ბოლო პერიოდის საერთაშორისო საგანმანათლებლო ტენდენციებზე დაკვირვებით, მსოფლიო განათლების სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს აღიარების მექანიზმების ფორმირება. ოლიმპო თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს სტიმულს განვვითარდეთ და წარმატებისაკენ მიმავალი უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგათ. წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მოხვდება საქართველოს 1500-მდე საჯარო და კერძო სკოლების ყველა ის მოსწავლე, რომლსითვისაც განვითარებისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია. 2018 წლის 19 თებერვალს ოლიმპო - წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა, ოფიციალურად გაიხსნა კინგსის სასწავლო პროგრამაში და ავტომატურად მარათონში ჩართული მოსწავლეები დაფაზე საპატიო ადგილებს პირველები იკავებენ, ოლიმპოზე მათი წარმატება და მიღწევები უკვე განთავსებულია! ოლიმპოზე მოხვედრა შეუძლია ყველა კინგსელს, ვინც ჩართულია კინგსის ონლაინ სასწავლო პლატფორმაში და მონაწილეობას იღებს კინგსის ოლიმპიადებში. ოლიმპოზე მოსწავლე ხვდება თითოეულ საგანში ონლაინ სასწავლო პლატფორმისა და საგნობრივ ოლიმპიადებში მიღებული ქულების დაჯამების შემდეგ.

როგორ გროვდება ქულები ოლიმპოზე?

ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეს ენიჭება 20 ბრინჯაოს ქულა. თუ მოსწავლე ოლიმპიადაზე 25-50%-იან შედეგს მიიღებს მას ენიჭება 10 ვერცხლის, 50-75%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 20 ვერცხლის, 75-90%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 10 ოქროს, ხოლო 90-100%-იანი შედეგის მიღების შემდეგ კი 20 ოქროს ქულა. ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეს ენიჭება 10 ვერცხლის ქულა. თუ მოსწავლე ოლიმპიადის ფინალურ ტურზე 25-50%-იან შედეგს მიიღებს მას ენიჭება 20 ვერცხლის, 50-75%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 10 ოქროს, 75-90%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 20 ოქროს, ხოლო 90-100%-იანი შედეგის მიღების შემდეგ კი 30 ოქროს ქულა. ონლაინ სასწავლო პლატფორმაში ქულების მოპოვება და დაგროვება დამოკიდებულია ტესტების გაკეთების საფუძველზე. თითო წარმატებით გავლილ საფეხურზე მოსწავლეს ემატება ერთით მეტი ქულა. მაგალითად: თუ პირველ საფეხურზე მოსწავლეს აქვს 1 ბრინჯაოს ქულა, მეორე საფეხურზე გადასვლის შემდეგ მას 3 ბრინჯაოს ქულა გაუხდება (1+2=3), მესამე საფეხურზე გადასვლის შემდეგ 6 ბრინჯაოს (1+2+3=6), მეოთხე საფეხურზე გადასვლისად კი 10 ბრინჯაოს ქულა (1+2+3=6) და ა.შ. ონლაინ სასწავლო პლატფორმასა და საგნორბივ ოლიმპიადებში დაგროვებული ქულებით საერთო რეიტინგი შემდეგი პრინციპით დგინდება: მათემატიკის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქულებს ემატება ქართული ენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს და ინგლისური ენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქულები; 1 ოქროს ქულა უდრის 5-ს 1 ვერცხლის ქულა უდრის 3-ს 1 ბრინჯაოს ქულა უდრის 1-ს თითოეულ საგანში 200 ოქროს ქულა უდრის 1 ოქროს მედალს; 175 ვერცხლის ქულა უდრის 1 ვერცხლის მედალს; ხოლო, 150 ბრინჯაოს ქულა უდრის 1 ბრინჯაოს მედალს

როგორ დგება ტოპ წარჩინებულ მოსწავლეთა რეიტინგული სია?

ოლიმპოში ასევე წარმოდგენილია ტოპ წარჩინებულ მოსწავლეთა რეიტინგული სია შემდეგი პრინციპით: ქვეყნის მასშტაპით ტოპ 100 მოსწავლე, საერთო სარეიტინგო ქულის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ტოპ 100 მოსწავლე, ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის სარეიტინგო ქულის მიხედვით, თითოეულ საგანში ცალ-ცალკე. რეგიონის მასშტაბით ტოპ 100 წარჩინებული მოსწავლე, საერთო საერიტინგო ქულის მიხედვით. რეგიონის მასშტაბით ტოპ 100 წარჩინებული მოსწავლე, ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის სარეიტინგო ქულის მიხედვით, თოთოეულ საგანში ცალ-ცალკე. ქალაქის მასშტაბით ტოპ 100 წარჩინებული მოსწავლე, საგნების საერთო სარეიტინგო ქულის მიხედვით. ქალაქის მასშტაბით ტოპ 100 წარჩინებული მოსწავლე, ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის სარეიტინგო ქულის მიხედვით, თითოეულ საგანში ცალ-ცალკე. სკოლის მასშტაბით ტოპ 3 წარჩინებული მოსწავლე საერთო სარეიტინგო ქულების მიხედვით. სკოლის მასშტაბით ტოპ 3 წარჩინებული მოსწავლე, ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის სარეიტინგო ქულის მიხედვით, თითოეულ საგანში ცალ-ცალკე. მოსწავლე, რომელიც წარმატებულად იასპარეზებს მარათონში და მოიპოვებს ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს მედალს, ჩვენ ამ მნიშნელოვან პრიზს მას სახლში მივუტანთ. დაიმახსოვრეთ წარმატება არის ის, რაც გვაერთიანებს!